ნახატები

დიდი ესპანელი ხელოვანის, კუბიზმის დამფუძნებელი მხატვრის, პაბლო პიკასოს სურრეალისტური და ექსცენტრული ნახატები პაკისტანელ ილუსტრატორ ომარ აკილისთვის შთაგონების წყაროდ იქცა - არტისტმა მათი თანამედროვე სამგანზომილებიანი ვერსიები შექმნა.






ბიჭი ჩიბუხით (ფრანგ. Garçon à la pipe) — უცნობი პარიზელი ბიჭის პორტრეტი, რომელიც დახატა 24 წლის პიკასომ ბატო-ლავუარის საერთო საცხოვრებელში 1905 წელს. ტილო ასახავს ბიჭს, რომელსაც მარცხენა ხელში ჩიბუხი უჭირავს, თავზე კი ყვავილებისგან დაწნული გვირგვინი ადევს. ის პიკასოს ვარდისფერი პერიოდის ერთ-ერთი უძვირფასესი ნიმუშია, რომელიც 2004 წელს სოთბის აუქციონზე იმ დროისთვის რეკორდულ ფასად - 104 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა ანონიმურმა მყიდველმა.[1] „ბიჭი ჩიბუხით“ შესრულებულია ზეთის საღებავით.







სალვადორ დალი
"მეხსიერების იგივეობა"















No comments:

Post a Comment